Accessibility links

logo-print

რუსეთში აიკრძალება თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში


საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონპროექტს სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თითქმის სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუქტატი იყო. ეს გადაწყვეტილება ახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, შემდეგ მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა პუტინმა. აკრძალვა ძალაში შევა 1 ივნისს. რუსეთში 44 მილიონი, ანუ მოსახლეობის თითქმის მესამედი, მწეველია.
XS
SM
MD
LG