Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა - 2014 წელს ავღანეთში ომი დასრულდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთში ომი დასრულდება. ყოველწლიური გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ავღანეთს 34000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს, რითაც მათი რაოდენობა ავღანეთში განახევრდება. ჯარის გამოყვანას აშშ 2014 წელსად გააგრძელებს. იმავე წლის ბოლოს კი, ობამას განცხადებით, ”ავღანეთში ომი დასრულდება”. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ”ალ-ყაიდის” ქსელიდან დღეს მხოლოდ ”მისი აჩრდილი დარჩა”. ყოველწლიური გამოსვლისას ობამამ ირანის ლიდერებს მოუწოდა მისდიონ ბირთვული კრიზისის გადაჭრის დიპლომატიურ გზას და იქვე დასძინა, რომ საერთაშორისო კოალიციას გადაწყვეტილი აქვს ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. ობამამ დაგმო ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარება და განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი კვლავაც გააგრძელებენ ბირთვული არსენალის შემცირებას.
XS
SM
MD
LG