Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას


აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტმა სამშაბათს მხარი დაუჭირა ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურას, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბარაკ ობამამ წარადგინა. ეს კენჭისყრა წინ უსწრებს სენატის მიერ ჰეიგელის კანდიდატურისთვის კენჭისყრას, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაშივე გაიმართება. სამშაბათს შეიარაღებული სამსახურების კომიტეტში კენჭისყრისას ხმები ასე განაწილდა: 14 - მომხრე, 11 - წინააღმდეგი. მოწინააღმდეგეთა შორის რესპუბლიკური პარტიის (ჰეიგელიც ამ პარტიის წევრია) წევრებიც იყვნენ. დემოკრატიული პარტიის წევრებმა შეძლეს ჰეიგელის კანდიდატურის გატანა. ჩაკ ჰეიგელი ყოფილი სენტორია ნებრასკიდან და აგრეთვე - ვიეტნამის ომის ვეტერანი. რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ის არასათანადოდ უჭერს მხარს აშშ-ის მოკავშირე ისრაელს და არასაკმარისად მყარი პოზიცია აქვს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების გზებზე.
XS
SM
MD
LG