Accessibility links

ევროკავშირის მინისტრები დღეს იმსჯელებენ ცხენის ხორცთან დაკავშირებულ სკანდალზე


ევროკავშირის მინისტრები დღეს იმსჯელებენ ცხენის ხორცის გავრცელებასთან დაკავშირებულ სკანდალზე. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ცხენის ხორცი საქონლის ხორცად საღდებოდა. ევროკომისარი ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა საკითხებში ტონიო ბორგი უხელმძღვანელებს დღევანდელ შეხვედრას ბრიუსელში. ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში მაღაზიებიდან ამოიღეს ხორცი, რომელშიც ლაბორატორიული კვლევებით აღმოჩნდა სხვა შემადგენლობა საქონლის ხორცის გარდა. რუმინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ საქონლის ხორცის იარლიყით ცხენის ცორხი რუმინულმა ფირმებმა გაავრცელეს ევროკავშირის ბაზარზე.
XS
SM
MD
LG