Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - სირიაში დახოცილთა რაოდენობა 70 ათასს აღწევს


გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ნავი პილაიმ უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სირიის კონფლიქტის შედეგად დახოცილთა რაოდენობა 70 ათასს აღწევს. გასულ თვეში პილაი აცხადებდა, რომ მსხვეპლის რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოში მიმდინარე სხდომაზე პილაიმ აღნიშნა, რომ საბჭოს არაერთსულოვნებას შედეგად უმოქმედობა მოაქვს. ”ეს კატასტროფაა და ორივე მხარეს მშვიდობიან მოქალაქეებს ეს ძვირად უჯდებათ”, - განაცხადა პილაიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საბჭოს სირიის საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს.
XS
SM
MD
LG