Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 10-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად. როგორც იუწყებიან, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. კუნარის პროვინციის გუბერნატორის, ფაზლულა ვაჰიდის განცხადებით, ოთხშაბათს განხორციელდა ოპერაცია ისე, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს (ISAF-ს) ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ადგილობრივი ოფიციალური პირებისათვის. „სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ისევ დაიღუპა ან დაიჭრა ბევრი უდანაშაულო ადამიანი. ერთობლივი ოპერაცია განხორციელდა კოალიციისა და ავღანეთის ჯარების მიერ და საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულ იქნენ ხუთი ქალი, ოთხი ბავშვი და რამდენიმე მეამბოხე, მათ შორის თალიბების მეთაურები“, განაცხადა კუნარის პროვინციის გუბერნატორმა. ISAF-ის პრესმდივნის, ადამ ვოიაკის განცხადებით, მისთვის ცნობილია ინციდენტზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც ესადაგება კუნარიდან გავრცელებულ ცნობებს, მაგრამ ნატო ვერ ადასტურებს მონაცემებს დაღუპულების რაოდენობაზე, ან იმაზე, არის თუ არა მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის.
XS
SM
MD
LG