Accessibility links

logo-print

ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ზურაბ ჭიაბერაშვილის მოწმედ დაკითხვა მიმდინარეობს


კახეთის გუბერნატორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მოწმედ დაკითხვა მიმდინარეობს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 ათასზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმებას იკვლევს. გამოძიების ინფორმაციით, მოწმედ დაკითხული 2 ათასზე მეტი ადამიანის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის შარშან ზაფხულში დამტკიცებული პროგრამით არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტთან შეხვედრებში მონაწილეობისა და პარტიის საარჩევნო ატრიბუტიკის გავრცელებისთვის. პროკურატურის განმარტებით, ბიუჯეტიდან დახარჯულია ხუთ მილიონ ლარზე მეტი, რომლის გაცემა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე. შესაბამისად მოწმედ დასაკითხად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გარდა, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დღეს დაბარებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
XS
SM
MD
LG