Accessibility links

რუსეთში შინა პატიმრობა შეუფარდეს ოპოზიციონერ კონსტანტინ ლებედევს


მოსკოვში სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინა პატიმრობა შეუფარდეს ოპოზიციონერ კონსტანტინ ლებედევს, რომელიც ბრალდებულია „რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებისათვის მზადებაში“. ლებედევი მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ აქტივისტია. აღმკვეთ ღონისძიებად შინა პატიმრობა აქვს შეფარდებული „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს, სერგეი უდალცოვსაც. ხოლო აქტივისტი ლეონიდ რაზვოზჟაევი პატიმრობაში რჩება. ლებედევის, უდალცოვისა და რაზვოზჟაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2012 წლის 17 ოქტომბერს, ფილმის „პროტესტის ანატომია- 2“-ის საფუძველზე. საიდუმლო ვიდეომასალაში, რომელიც ფილმშია გამოყენებული, ფიგურირებს საქართველოს პარლამენტის წევრი, გივი თარგამაძეც.
XS
SM
MD
LG