Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმის ჩვენების მისაცემად პოლიციაში დღეს მეორედ არ გამოცხადდა თბილისის მერი გიგი უგულავა


მოწმის ჩვენების მისაცემად პოლიციაში დღეს მეორედ არ გამოცხადდა თბილისის მერი გიგი უგულავა. მისი განცხადებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითრებული მოვლენებისას თანმხლებ პირებთან ერთად თავად დაზარალდა, ხოლო პოლიციამ დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოავლინა და არ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა. უგულავას შეფასებით, მათ შს მინისტრი ღარიბაშვილი მოიხსენიებს პროვოკატორებად, რითიც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს. თბილისის მერი ეჭვობს, რომ პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიება ობიექტური ვერ იქნება, თუმცა სამართალდამცავებს მის დაკითხვას მერიაში სთავაზობს. ”ამასთან, მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართონ სასამართლოს და თუ ის გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას პოლიციაში ჩემი მისვლის აუცილებლობის შესახებ, დავემორჩილები მხოლოდ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას” - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში. თბილისის მერი ასევე მოითხოვს დაიკითხონ თავად შს მინიტრი და ის სამართალდამცავები, რომლებმაც უგულავას შეფასებით, წესრიგი ვერ დაიცვეს.
XS
SM
MD
LG