Accessibility links

logo-print

ირანში იმართება მოლაპარაკება ატომური ენერგეტიკის სააგენტოს დელეგაციასთან


თეირანში მოლაპარაკებებს მართავს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია. ირანელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დაწყებამდე, ირანის საგარეო უწყებამ წამოაყენა წინადადება, რომ ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტებს მიეცეთ თეირანთან მდებარე, ფარჩინის სამხედრო ობიექტის დათვალიერების საშუალება, თუ ირანი და ატომური ენერგეტიკის სააგეტო შეძლებენ მოლაპარაკებას „ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე“, რომელშიც აღიარებული იქნება ირანის უფლება, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით. ატომური ენერგეტიკის სააგენტო ვარაუდობს, რომ ფარჩინის ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს. ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობის ბრალდებას. 26 თებერვალს ყაზახეთში გაიმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის - მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG