Accessibility links

logo-print

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში პოლიტიკური ზეწოლა და დევნა ხორციელდება


კახეთის გუბერნატორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა და დევნა ხორციელდება. ეს შეფასება ჭიაბერაშვილმა გამოთქვა, დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოთხშაბათს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ. ქუთაისის საოლქო პროკურატურა იკვლევს სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 000-ზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმებას. ჭიაბერაშვილმა დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. „თუმცა, იმ პოლიტიკური ზეწოლის, შანტაჟის, პოლიტიკური დევნის პირობებში, რასაც ადგილი აქვს ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელიც ხორციელდება არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით, არამედ უკვე ქუჩაში, ბრბოს მეშვეობით, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვიხილეთ, ბუნებრივია, ასეთ პირობებში მე არ გამოვრიცხავ, რომ დამიბარონ მეორედაც, მესამედაც ...“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა. ქუთაისის საოლქო პროკურატურაში სამშაბათს დაკითხეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც. პროკურატურის შენობასთან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ათობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი.
XS
SM
MD
LG