Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაამონტაჟეს ურანის გასამდიდრებელი ახალი ცენტრიფუგები


ირანი აცხადებს, რომ ახალი ცენტრიფუგები დამონტაჟდა ურანის გასამდიდრებელი, ახალი თაობის მოწყობილობებზე ნათანზის საწარმოში. ირანის მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მეთაურმა, ფერეიდუნ აბაზი-დავანიმ განაცხადა, რომ ნათანზის საწარმოში გასულ თვეში დაიწყო ახალი ცენტრიფუგების დამონტაჟება. მისი განმარტებით, ახალ ცენტრიფუგებს გამოიყენებენ მხოლოდ ნაკლებად გამდიდრებული ურანის საწარმოებლად. ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი მოწყობილობები ირანს საშუალებას აძლევს, ამჟამინდელზე გაცილებით უფრო სწრაფად გააგრძელოს ურანის გამდიდრების პროცესი. ახალ ცენტრიფუგებზე განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა ირანში მოლაპარაკებებს მართავს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია. მიზანია შეთანხმება ბირთვულ ობიექტებზე ექსპერტების შეშვების შესახებ. 26 თებერვალს ყაზახეთში გაიმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის - მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG