Accessibility links

logo-print

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ემზადება სერბ კოლეგასთან შესახვედრად


კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი იმედოვნებს, რომ მიმდინარე თვეში სერბიის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩთან შეხვედრა შესაძლოა გახდეს „ახალი თავი“ კოსოვოსა და სერბიას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში. პრიშტინაში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ პროცესი შესაძლოა, უფრო შედეგიანი გახდეს, თუ მოგვარდება კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე, ეთნიკური სერბებით დასახლებულ რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. გასულ კვირაში ბრიუსელში გაიმართა სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც პირობა დადეს, რომ იმუშავებენ დაძაბული ურთიერთობის განსამუხტად. სერბია უარს ამბობს, ცნოს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული.
XS
SM
MD
LG