Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენედიქტე მე-16-მ ბოლო საჯარო მესა გამართა


რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ, რომელმაც განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოს დატოვებს წმინდა საყდარს, ოთხშაბათს ბოლო საჯარო მესა გამართა კათოლიკური შობის დაწყების პირველი დღის, დიდი მონანიების დღესასწაულის აღსანიშნავად. ბენედიქტე მე-16-მ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გადადგომაზე და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ მიიღო“. ორშაბათს 85 წლის პაპმა გააოცა მსოფლიო თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით, გადადგეს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პოსტიდან, რაც ამ ეკლესიის ისტორიაში პირველად (და უკანასკნელად) ექვსი საუკუნის წინ მოხდა. მოელიან, რომ ბენედიქტე მე-16-ის მემკვიდრეს მარტის ბოლოს აირჩევენ.
XS
SM
MD
LG