Accessibility links

logo-print

თანაგუნდელებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა


ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში დეპუტატების სერგო რატიანის და კობა დავითაშვილის ფიზიკური დაპირისპირების გამო თანაგუნდელებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა. დავით ბაქრაძის შეფასებით, გასულ საღამოს მომხდარი დაპირისპირების მიზეზი იყო კობა დავითაშვილის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუმცა, სერგო რატიანს უნდა ეცადა, რომ ნერვები მოეთოკა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დეპუტატებს შეახსენა, რომ თმენის ვალდებულება აქვთ. თავის მხრივ, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად ოპოზიციის პროვოკაციული ქმედებები დაასახელა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ. ამასთან, მან დაუშვებელი უწოდა იმას, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ხშირად თავს ვერ იკავებენ და თანაგუნდელებს მოუწოდა, პროვოკაციას არ აყვნენ.
XS
SM
MD
LG