Accessibility links

თბილისის მერი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება


თბილისის მერის გიგი უგულავასადმი იძულებითი ზომების მისაღებად საქალაქო სასამართლოს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, გიგი უგულავა პოლიციაში მოწმის სტატუსით დასაკითხად არ მივიდა და შესაბამისად, მის მიმართ მიღებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები. გამოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს გასცეს ბრძანება უგულავას იძულებით წარდგენის შესახებ. თავად თბილისის მერმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ”თუ სასამართლო საკითხის განხილვის შედეგად გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას პოლიციაში მისი მისვლის აუცილებლობის შესახებ, დაემორჩილება მხოლოდ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას.”
XS
SM
MD
LG