Accessibility links

logo-print

გაჩნდება თუ არა ”ჩაინა ტაუნი” თბილისში?


ვაზისუბნის დასახლებაში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის ოლიმპიური სოფელი შენდება, ”ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ჩინეთის 127 000 მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება. ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას მასობრივად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში და მიგრაციის კანონის მიღებას ურჩევს. 14 თებერვალს მშენებლობის ადგილას, სადაც 4 პავილიონი უკვე აშენებულია, ჯონდი ბაღათურიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თბილისში ე.წ. ”ჩაინა თაუნის” გაჩენის საფრთხეებზე ილაპარაკა.

XS
SM
MD
LG