Accessibility links

logo-print

გაეროს ბირთვული სააგენტო და თეირანი ვერ შეთანხმდნენ


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ვერც ამჯერად შესძლო ირანთან შეთანხმების მიღწევა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გამოძიების ჩატარების თაობაზე. ამ განცხადებით ვენაში გამოვიდა გაეროს ბირთვული უწყების თავმჯდომარის მოადგილე, ჰერმან ნაკერტსი. ამასთან, მისი თქმით, შემდეგი შეხვედრის თარიღიც შეუთანხმებელი დარჩა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა, ალი ასღარ სოლთანიემ ცოტა უფრო ადრე განაცხადა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მივაღწიეთო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. როგორც იუწყებიან, გაეროს ბირთვული უწყების მიზანი იყო პარჩინის სამხედრო ბაზაზე გამომძიებლების დაშვების მიღწევა. გავრცელებული ვარაუდით, ამ ბაზაზე შესაძლოა ბირთვული იარაღის ნაწილები გამოსცადეს. 26 თებერვალს ყაზახეთში გაიმართება შეხვედრა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის, ამავე თემაზე.
XS
SM
MD
LG