Accessibility links

logo-print

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ პარაოლიმპიელ ჩემპიონს მკვლელობაში წაუყენა ბრალი


სამხრეთ აფრიკის პოლიციამ პარაოლიმპიელ ჩემპიონს, ოსკარ პისტორიუსს, თავისი მეგობარი ქალის მკვლელობაში წაუყენა ბრალი. რივა სტინკემპი ხუთშაბათს დილით ადრე, პრეტორიაში, პისტორიუსის სახლში ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. პისტორიუსს ორივე ქვედა კიდური ამპუტირებული აქვს მუხლს ქვევით და თანამედროვე პროტეზებით დარბის. ის პარაოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონია და პირველი პარაოლიმპიელი, რომელსაც ძირითად ოლიმპიურ თამაშებში აქვს მიღებული მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG