Accessibility links

ინტერპოლმა და ესპანეთმა კიბერდანაშაულისთვის დააპატიმრეს საქართველოს, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები


ესპანეთის მთავრობა და ინტერპოლი აცხადებენ, რომ გამოააშკარავეს საქართველოს, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებმა მილიონობით ევრო მოიპოვეს კიბერ-დანაშაულის გზით. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ინტერნეტის მომხმარებლების კომპიუტერებში ვირუსებს გზავნიდნენ და შემდეგ მომხმარებლებს ბავშვთა პორნოგრაფიის გამოყენებაში და ფაილების უკანონო გავრცელებაში უსაფუძვლოდ სდებდნენ ბრალს. ოფიციალური პირების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის შემოსავალი წელიწადში ერთ მილიონ ევროს უტოლდებოდა. როგორც იუწყებიან, ჯგუფის ლიდერი და ვირუსის ავტორი იყო რუსეთის 27 წლის მოქალაქე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებში დააკავეს. გასულ კვირაში კი ესპანეთში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე - რუსეთის ექვსი და უკრაინის ორ მოქალაქესთან ერთად. როგორც იუწყებიან, ამ ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი ასი ათასობით ადამიანია 30 ქვეყანაში - ძირითადად ევროპის სახელმწიფოებში.
XS
SM
MD
LG