Accessibility links

logo-print

პაკისტანში პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე


პაკისტანში პოლიტიკური და რელიგიური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივ სტრატეგიაზე ტერორიზმთან ბრძოლაში. "ავამის ნაციონალური პარტიის" თავმჯდომარემ, ასფანდიარ ვალი ხანმა წაიკითხა შეხვედრაზე ერთხმად მიღებული დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს დიალოგის მეშვეობითმ შვიდობის მიღწევა. კონფერენცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ისლამისტების აკრძალულმა ჯგუფმა, "პაკისტანის ტეჰრიკ-ე თალიბანმა" გამოთქვა მზადყოფნა, გარკვეული პირობებით გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკება მთავრობასთან. "ავამის ნაციონალური პარტია", რომელმაც კონფერენცია მოიწვია, გადაჭრით ეწინააღმდეგება ისლამისტ მეამბოხეებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 26 პოლიტიკური და რელიგიური პარტიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG