Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა ISAF-ის მეთაური დაიბარა


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ მის ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ძალების, ISAF-ის მეთაური დაიბარა ოთხშაბათის საჰაერო დარტყმაზე განმარტების მოთხოვნით. ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი და რამდენიმე თალიბი მეამბოხე. კარზაის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ითხოვს, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ასეთი ინციდენტები. განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა სინანული გამოთქვა ინციდენტის გამო და პირობა დადო, რომ ISAF-ი თავს აარიდებს ოპერაციებსა და დაბომბვას დასახლებულ რეგიონებში. გენერალი დანფორდი კვირას ჩაუდგა სათავეში ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვან ჯარებს.
XS
SM
MD
LG