Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 18 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 18 და დაიჭრა ათობით ადამიანი. ეს მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინციებში მოწყობილ სამ თავდასხმას. ერთ-ერთი თავდასხმისას, ქალაქ ბანუში, თავი აიფეთქა, სულ ცოტა, სამმა თვითმკვლელმა, ხოლო პოლიციელებმა მოკლეს კიდევ ორი თავდამსხმელი. ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ ბანუს პოლიციის უფროსის განცხადებაზე დარყდნობით. იერიშზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG