Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელებმა სენატში ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურაზე კენჭისყრა შეაჩერეს


აშშ–ის სენატში რესპუბლიკელებმა დროებით შეაჩერეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურაზე კენჭისყრა. სენატში ორი ხმა აკლდებოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას კანდიდატურის დამტკიცებას თავდაცვის მინისტრად. ბარაკ ობამამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება რესპუბლიკელების პოზიციაზე. ობამამ რესპუბლიკელები დაადანაშაულა ომში მყოფ სახელმწიფოსთან პოლიტიკით თამაშში. ნებრასკის ყოფილი სენატორის – ჩაკ ჰეიგელის მიმართ რესპუბლიკელებს კითხვები აქვთ – რამდენად უჭერს ის მხარს აშშ–ის მოკავშირე ისრაელს და მის განზრახვას შეაჩეროს ირანი ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე. ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურაზე კენჭისყრის შემდეგი თარიღ 26 თებერვალია.
XS
SM
MD
LG