Accessibility links

logo-print

აშშ უერთდება ირანელი ოპოზიციონერების გათავისუფლების მოწოდებას


აშშ უერთდება ორი ირანელი ოპოზიციონერის გათავისუფლების შესახებ მოწოდებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მირ ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თუმცა, მათ ორი წლით შინაპატიმრობა აქვთ მისჯილი. ასეთივე სასჯელი განესაზღვრა მუსავის ცოლს, რომელიც ქალთა უფლებების დამცველია. მუსავი და ქარუბი 2009 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა აგრეთვე ირანში პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის მოზოდება მუსავისა და ქარუბის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG