Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩელიაბინსკის რაიონში მეტეორიტი ჩამოვარდა


რუსეთის მედია იუწყება, რომ მოსკოვიდან აღმოსავლეთით 1500 კილომეტრში, ჩელიაბინსკის რაიონში დღეს დილით მეტეორიტი ჩამოვარდა. მოვლენამ აფეთქება გამოიწვია, რის გამოც ჩაიმსხვრა ფანჯრები და რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. არ ვრცელდება დადასტურებული ცნობები დაზარალებულთა შესახებ. თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ჩელიაბინსკის რაიონის ნაკლებად დასახლებულ ნაწილში სკოლის შენობის მინის ნამსხვრევებით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. როიტერის ცნობით, მეტეორიტის ჩამოვარდნის ტრაექტორიის ხილვა შესაძლებელი იყო ეკატერინბურგიდან, რომელიც ჩელიაბინსკიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.
XS
SM
MD
LG