Accessibility links

logo-print

პარაოლიმპიელ ჩემპიონს, ოსკარ პისტორიუსს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს


სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ მკვლელობის ბრალდება წაუყენა პარაოლიმპიელ ათლეტს, ოსკარ პისტორიუსს. ის ბრალდებულია მეგობარი ქალის მკვლელობაში. მორბენალს, რომელსაც ორივე ფეხი მუხლქვემოთ ამპუტირებული აქვს, ცრემლები წასკდა სასამართლოში ბრალდების მოსმენისას. სასამართლომ სამშაბათამდე უნდა გადაწყვიტოს, შეუფარდებს თუ არა პისტორიუსს გირაოს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და, მისი ოჯახის განცხადებით, გადაჭრით უარყოფს ბრალდებას. სპორტსმენის მეგობარი ქალი, 30 წლის მოდელი რივა სტინკამპი ხუთშაბათს მოკლული იპოვეს პისტორიუსის სახლში, პრეტორიაში. პოლიციის განცხადებით, სტინკამპს ოთხჯერ ესროლეს. პისტორიუსი ადგილზე დააკავეს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია მსოფლიოში. პისტორიუსი პროტეზებით დარბის - პარაოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონია და პირველი პარაოლიმპიელი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში აქვს მიღებული მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG