Accessibility links

დაზიანებულმა სამგზავრო ლაინერმა ალაბამის ნავსადგურს მიაღწია


დაზიანებულმა ხომალდმა „კარნივალ ტრაიუმფმა“, რომელსაც ოთხი დღის წინ, სამანქანო ნაწილში ხანძრის შედეგად ენერგომომარაგება შეუწყდა, ნავსადგურს მიაღწია შეერთებული შტატების სანაპიროზე. სამგზავრო ლაინერზე 4000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, როცა ის მექსიკის ყურეში ენერგომომარაგების გარეშე დარჩა. დღეს ის ალაბამის შტატში მდებარე მობაილის პორტში შევიდა. მგზავრებს სრულად აუნაზღაურებენ ხარჯებს და შეღავათიან ფასებში შესთავაზებენ ტურისტულ საგზურებს. გემის მფლობელ კომპანია „კარნივალ კორპორეიშნის“ განცხადებით, მგზავრებს დამატებით 500-დოლარიან კომპენსაციასაც გადაუხდიან. „კარნივალ ტრაიუმფის“ ავარია მორიგი დარტყმაა კომპანია „კარნივალის“ რეპუტაციისათვის მას შემდეგ, რაც მისმა სამგზავრო ლაინერმა „კოსტა კონკორდიამ“ შარშან კატასტროფა განიცადა იტალიის სანაპიროსთან. „კოსტა კონკორდიაზე“ 32 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG