Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ასობით ადამიანი დაშავდა მეტეორის აფეთქების შედეგად


ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრალურ რუსეთში, ურალის რეგიონში 400-მდე ადამიანი დაშავდა ატმოსფეროს ქვედა ნაწილში მეტეორის აფეთქების შედეგად. აფეთქების ტალღამ ფანჯრები ჩაამსხვრია. ქალაქ ჩელიაბინსკში ექიმების განცხადებით, დაშავებულებს უმეტესწილად აღენიშნებათ ნაკვეთი ჭრილობები და დაჟეჟილობა. ვიდეოკადრებზე ჩანს მეტეორის გაელვება. რუსეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ის წამში 30 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. მეტეორის ნაწილები - მომცრო მეტეორიტები - ჩამოვარდა რეგიონში, რომელიც ყაზახეთს ესაზღვრება და არ არის მჭიდროდ დასახლებული. მომხდართან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდა საგანგებო მდგომარეობათა მინისტრს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ჯერ ერთი, ობიექტურად შეფასდეს ზარალი. სულ ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ჩელიაბინსკის ოლიქის ხელმძღვანელობას. ხალხი მუშაობს, მუშაობს რეგიონებში. მადლობა ღმერთს, არაფერი ჩამოვარდნილა დასახლებებში, მსხვილ ობიექტებზე, მაგრამ მაინც არიან დაშავებულები. საჭიროა, პირველ რიგში, ფიქრი ხალხის დახმარებაზე - და არა მარტო ფიქრი, არამედ ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს“, განაცხადა პუტინმა. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, 20 000-მდე მაშველი გააგზავენს რეგიონში დაშავებულების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG