Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავდასხმას გადაურჩა პროვინციის მთავრობის მეთაური


პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილ აფეთქებას უვნებელი გადაურჩა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის მთავრობის მეთაური, ამირ ჰაიდარ ხან ჰოტი. როგორც ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, აფეთქება მოეწყო, როცა მთავრობის მეთაურის კორტეჟი ქალაქ მარდანში გადაადგილდებოდა. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თავდამსხმელი წინასწარვე შეამჩნიეს და მას მთავრობის მეთაურის მცველმა ესროლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG