Accessibility links

logo-print

შესაძლოა პრეზიდენტის პოსტი დროზე ადრე დასუსტდეს


საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების საგრძნობად შესუსტებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ახლო მომავალში შევიდეს ძალაში. ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ასევე გადაიხედება პარლამენტისა და მთავრობის უფლებამოსილება, 2013 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა თურქეთში ვიზიტის დროს, პროცესის დაჩქარების ინიციატივა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. არსებული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ. ”ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, იზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები” - განმარტავს დავით უსუფაშვილი.”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის მომდინარე მოლაპარაკებებში შესაძლოა პრემიერ-მინისტრიც ჩაერთოს. ”თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები”, - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა, ანკარაში ყოფნის დროს.
XS
SM
MD
LG