Accessibility links

logo-print

თურქეთი და საქართველო ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობას დაიცავენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი კმაყოფილებას გამოხატავს თურქი კოლეგის თანხმობის გამო, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების - იშხანისა და ოშკის - აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტებიც დაიშვებიან. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ანკარაში, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანთან ერთობლივად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და იქვე გამოხატა მზადყოფნა საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად. ”კულტურულ მემკვიდრეობას რაც შეეხება, მიმდინარეობს ოშკისა და იშხანის ძეგლების აღდგენა თურქეთში და მან მყისიერად პასუხი გამცა, რომ იქ შეიძლება დაშვება ქართველი არქიტექტორების, ქართული ჯგუფისა, ყურადღების მისადევნებლად ამაზე. და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმოშობით თურქული ძეგლების აღწერა გავაკეთოთ, მათი მოვლა-პატრონობა (უზრუნველვყოთ) და ყველაფერს ამას ხელი შევუწყოთ.” ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ასევე წარმატებით გადაწყდა და შეთანხმდა მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. ხოლო როგორც 15 თებერვალს უთხრა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, ამ ეტაპზე საუბარია ახალი მეჩეთის მშენებლობაზე და არა აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე.
XS
SM
MD
LG