Accessibility links

logo-print

”ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ დატოვა. ამის შესახებ 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურა გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია "თავისუფლებას". რაც შეეხება გაჩეჩილაძის მიერ ნაციონალების დატოვების მიზეზს, შიხიაშვილის თქმით, მიზეზები უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და განსაკუთრებით, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ 8 თებერვალს მომხდარ ფაქტს. თავად ზურაბ გაჩეჩილაძე ამ დროისთვის თბილისში არ იმყოფება.
XS
SM
MD
LG