Accessibility links

logo-print

შუალედური არჩევნების თარიღი დადგინდა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს დაინიშნა. ამ დღეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ერთმანდატიან ოლქებში. შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მასშემდეგ გაჩნდა, რაც 1 ოქტომბრის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს ვადაზე ადრე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება - აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო. საუბარია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილზე. განკარგულება ცესკომ 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დაუზუსტებელია მომავალი მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა. კანდიდატებზე კოალიცია ერთობლივად იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG