Accessibility links

logo-print

ერაყში გაიმართა ანტისამთავრობო დემონსტრაციები


პარასკევს ერაყში ათასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მთავრობის წინააღმდეგ. დემონსტრაციები გაიმართა უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში. დემონსტრანტები სუნიტების დევნაში ადანაშაულებენ ერაყის მთავრობას, რომელსაც შიიტები აკონტროლებენ. აქციების მონაწილეები მოითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და ანტიტერორისტული კანონების რეფორმას. დასავლეთ ერაყის ქალაქებში, ფალუჯასა და ბაქუბაში დემონსტრანტებმა გადაკეტეს იორდანიასთან და სირიასთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. საპროტესტო აქციები გაიმართა აგრეთვე სამარაში, მოსულში, ქირქუქში და ბაღდადის რამდენიმე უბანში.
XS
SM
MD
LG