Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმე ამბობს, რომ ტიმოშენკომ სამი მლნ დოლარი გადაიხადა მკვლელობაში


კიევის სასამართლოში მოწმემ განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ სამი მილიონი დოლარი გადაიხადა პარლამენტარ ევგენი შჩერბანის მკვლელობაში. მოწმის ამ ჩვენებამდე ერთი დღით ადრე, სხვა მოწმემ უთხრა პეჩორის საოლქო სასამართლოს, რომ 1996 წელს შჩერბანი იულია ტიმოშენკოს დაკვეთით მოკლეს. ტიმოშენკო ამჟამად ხარკოვში იხდის შვიდწლიან პატიმრობას, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. ის არ დასწრებია სასამართლოს სხდომას. ოთხშაბათს პეჩორის საოლქო სასამართლომ ტიმოშენკოს შეუფარდა 2000 დოლარის ჯარიმა, კიევის ამ სასამართლოში გამოცხადებაზე უარის გამო.
XS
SM
MD
LG