Accessibility links

logo-print

თბილისის მერი შაბათს გამოცხადდება პოლიციაში ჩვენების მისაცემად


თბილისის მერიის განცხადებით, მერი გიგი უგულავა 16 თებერვალს გამოცხადდება პოლიციაში ჩვენების მისაცემად. ეს განცხადება მოჰყა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა დაკითხვაზე გიგი უგულავას იძულებით მიყვანის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, გიგი უგულავა პოლიციაში მოწმის სტატუსით დასაკითხად არ მივიდა და შესაბამისად, მის მიმართ მიღებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები. ამ ზომების მისაღებად მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. უგულავა პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.
XS
SM
MD
LG