Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ავადმყოფი პრეზიდენტის ფოტოები გამოქვეყნდა


ვენესუელის მთავრობამ გაავრცელა პრეზიდენტ უგო ჩავესის პირველი ფოტოები მას შემდეგ, რაც მას ორი თვის წინ, კუბაში მორიგი ოპერაცია გაუკეთდა, კიბოს მკურნალობის პროცესში. ფოტოებზე ასახულია ლოგინში მწოლიარე, მომღიმარე ჩავესი, თავის ორ ქალიშვილთან ერთად. ერთ ფოტოზე ის გაზეთს კითხულობს. მთავრობის განცხადებით, ფოტოები ხუთშაბათს გადაიღეს. 58 წლის ჩავესს მოსახლეობისთვის პირადად არ მიუმართავს, და არც მისი ფოტოები გავრცელებულა 11 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. წელიწადნახევრის განმავლობაში ეს ჩავესისთვის მეოთხე ოპერაცია იყო. ვენესუელის მთავრობის ცნობით, ჩავესს სასუნთქი მილი ჩაუდგეს, რის გამოც მას ლაპარაკი უჭირს.
XS
SM
MD
LG