Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობის ტალღა ძლიერდება


ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ მოსულში, შაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ალი აუნი და სამი მცველი. თვითმკვლელმა სამხედრო პირის სახლთან აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მანამდე გავრცელდა ცნობები ადგილობრივი მოსამართლისა და მისი ვაჟის სიკვდილის შესახებ ბაღდადის ჩრდილოეთით. აფეთქდა მათ მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ერაყში ძალადობის მატება შეინიშნება. მიმომხილველთა აზრით, ეს დაკავშირებულია სუნიტების პროტესტის ზრდასთან, რომლებიც შიიტური მთავრობისგან მოითხოვენ, შეწყვიტოს დევნა და უზრუნველყოს შიიტებთან მათი თანასწორუფლებიანობა.
XS
SM
MD
LG