Accessibility links

logo-print

ჩელიაბინსკში მეტეორიტის ნამსხვრევების ჩამოვარდნით მიღებული ზარალი მილიარდ რუბლს აღემატება


ჩელიაბინსკის რეგიონის ხელმძღვანელის, მიხაილ იურევიჩის თქმით, მეტეორიტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ზარალი მილიარდ რუბლს აღემატება. იურევიჩის სიტყვებით, სხვადასხვა ხარისხითაა დაზიანებული ოთხნახევარი ათასი სახლი და შენობა, მათ შორის საავადმყოფოები და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტები. უკანასკნელი მონაცემებით, დაიმსხვრა 200 ათასი კვადრატული მეტრი მინა. დაშავდა დაახლოებით ათას ორასი ადამიანი, 50-ზე მეტი საავადმყოფოში იმყოფება. აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობენ ადგილობრივი და ჩასული მოხალისეები. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ჩელიაბინსკი, კოპეისკი და კორკინო, ასევე მრავალი დაბა და სოფელი. მეტეორიტის წვიმას წინ უსწრებდა ბოლიდის მძლავრი აფეთქება. ამ მოვლენას პარასკევს დილას თვალს ადევნებდნენ რუსეთის ხუთ რეგიონში - ტიუმენის, სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის, კურგანსკის ოლქებსა და ბაშკირეთში.
XS
SM
MD
LG