Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ოცეულის“ წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ თავს შეიკავებენ თავთავიანთი ვალუტების დევალვაციისგან


„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ თავს შეიკავებენ ეკონომიკური გამორჩენის მიზნით თავთავიანთი ვალუტების დევალვაციისგან. შაბათს მოსკოვში დასრულდა ოცეულის მინისტრთა ორდღიანი შეხვედრა, რომლის ბოლოს გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები თავს შეიკავებენ დევალვაციისგან, წინ აღუდგებიან ყველა სახის პროტექციონიზმს და ხელს შეუწყობენ ბაზრების გახსნილობას. არსებობდა გარკვეული შიშები, რომ მთავრობებს შეიძლება მათი ვალუტების დევალვაციისთვის მიემართათ ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შესაწყობად. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული და განვითარებადი ოცი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის დღის წესრიგს ძირითადად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები წარმართავდნენ.
XS
SM
MD
LG