Accessibility links

logo-print

რუსეთის ოპოზიცის საკოორდინაციო საბჭომ მხარი დაუჭირა მაისის დამდეგს მასობრივი აქციის ჩატარებას


რუსეთის ოპოზიცის საკოორდინაციო საბჭომ შაბათს გამართულ კენჭისყრაში მხარი დაუჭირა მაისის დამდეგს მასობრივი აქციის ჩატარებას, რომლითაც აღინიშნება შარშან მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართული საპროტესტო მარშის წლისთავი. აქციის ფორმატისა და სცენარის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 2012 წლის 6 მაისს გამართული „მილიონთა მარში“ პოლიციასთან ცალკეულ შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შედეგად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასობრივი არეულობისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალის გამოყენების მოწოდებების ბრალდებით. ბრალდებულია 17 ადამიანი.
XS
SM
MD
LG