Accessibility links

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 64 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინცია ბელუჯისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, სულ ცოტა 64 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. 180 ადამიანამდე დაიჭრა. აფეთქება მოხდა ქალაქ ყუეტის გარეუბანში, შიიტებით დასახლებულ რაიონში მდებარე ბაზარში. თავდასხმისთვის პასუხისმგელობა იკისრა სუნიტურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ლაშქარ-ე-ჯანგვიმ“. როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი იტყობინება, აფეთქება მიმართული იყო შიიტური თემის წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, ბომბი დისტანციური სამართავი მოწყობილობით ააფეთქეს. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG