Accessibility links

logo-print

რომის პაპმა უკანასკნელის წინა საკვირაო ქადაგებით მიმართა წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 150 ათას ადამიანს


რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ რომის კათოლიკე ეკლესიას და მის სამწყსოს განახლებისა და ღმერთზე ახლებურად კონცენტრირებისკენ მოუწოდა სიამაყესა და ეგოიზმზე უარის თქმით. პონტიფექსის უკანასკნელის წინა საკვირაო ქადაგების მოსასმენად ვატიკანში, წმიდა პეტრეს მოედანზე, 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. 28 თებერვალს ბენედიქტე XVI ტოვებს წმიდა საყდარს. დღეს მან რომის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მათ, ილოცონ მისთვის და მომავალი პაპისთვის. 11 თებერვალს რომის პაპმა გამოაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტოვებს წმიდა საყდარს.
XS
SM
MD
LG