Accessibility links

კოსოვოში სერბიისგან დამოუკიდებლობის მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ


კოსოვოს პრეზიდენტის, ატიფეტე იაჰიაგას თქმით, დამოუკიდებლობა „შეუქცევადია“. კვირას კოსოვოში სერბიისგან დამოუკიდებლობის მეხუთე წლისთავი აღინიშნება. იაჰიაგამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კოსოვოს რესპუბლიკა არის რეალობა, რომლის უარყოფა შეუძლებელია. კოსოვო მსოფლოს ასამდე სახელმწიფომ აღიარა მას მერე, რაც რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წლის 17 თებერვალს. ბელგრადი რეგიონს კვლავაც საკუთარ პროვინციად მიიჩნევს, მაგრამ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც 2011 წლის მარტში დაიწყო, ახლახან ერთმანეთს პირველად შეხვდნენ კოსოვოსა და სერბიის პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG