Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: ავღანეთის ჯარებს აეკრძალებათ დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ოპერაციებისას ნატოსთვის საჰაერო დახმარების თხოვნა


კარ. ქაბულში, ეროვნულ სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას კარზაიმ თქვა, რომ ის შესაბამის ბრძანებულებას აწერს ხელს. ოთხშაბათს პროვინცია კუნარში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ათი სამოქალაქო პირი - ძირითადად ბავშვები და ქალები. ავღანეთში ნატოს ძალები ეტაპობრივად გადასცემენ უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობას ადგილობრივ ჯარებს. როგორც მოსალოდნელია, საერთაშორისო ძალები ავღანეთს 2014 წლის ბოლოს დატოვებენ.
XS
SM
MD
LG