Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


კვირას კვიპროსის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ლიდერობს ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის, „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი. მას ამომრჩეველთა 45მა მთელმა,44-მა მეასედმა პროცენტმა მისცა ხმა. არჩევნების მეორე ტური 24 თებერვალს გაიმართება. ანასტასიადისის მეტოქე იქნება მმართველი კომუნისტური პარტიის კანდიდატი სტავროს მალასი, რომელსაც ხმების 27 პროცენტი აქვს. მანამდე ეგზიტ პოლების მონაცემებზე დაყრნდობით გავრცელდა ცნობები, რომ ანასტასიადისი პირველ ტურშივე იმარჯვებს. წინასაარჩევნო დისკუსიები ძირითადად მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა მძიმე ეკონომიკური რეცესიიდან. ნიკოს ანასტასიადისი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ დროს არ დაკარგავს და ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სასწრაფოდ დადებს შეთანხმებას კვიპროსისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
XS
SM
MD
LG