Accessibility links

logo-print

არასამთავრობო სექტორი მთავრობის მუშაობის 100 დღეს შეაფასებს


არასამთავრობო სექტორი დღეს ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებულ რეფორმებს განიხილავს და შეაფასებს. სპეციალურად ამ მიზნით დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეული არიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების სამივე შტოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. კონფერენციას - "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" არასამთავრობო ორგანიზაციები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აწყობენ.
XS
SM
MD
LG