Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განიხილავენ საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებულ კანონპროექტს


საკანონმდებლო ორგანოში დღეს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. დეპუტატების წინაშე მოხსენებით თავად გიორგი ბარამიძე წარსდგება. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული პროექტით, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისა, პროექტით, უცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა. კანონპროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს. ამასთან, საქართველო არასოდეს გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც რუსეთის ფედერაცია დომინანტი ქვეყანაა. კანონპროექტით იკრძალება, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა.
XS
SM
MD
LG