Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბიბისის” თანამშრომლები გაიფიცნენ


ლონდონში, ბირმინგემსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში სამაუწყებლო კორპორაციის, ”ბი-ბი-სი-ს” რამდენიმე ქვეგანყოფილების თანამშრომლები გაიფიცნენ. ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებული აქციების მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომელთა დათხოვნის თაობაზე. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტიმ დეივის წერილში მითითებულია, რომ იმისათვის, რომ კორპორაციის ხელმძღვანელობას არ მოუწიოს ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნა, ისინი გეგმავენ თანამშრომლების სხვა თანამდებობებზე გადანაწილებას, თუმცაღა წერილში ტიმ დეივი იმის შესახებაც წერს, რომ ”ბი-ბი-სი” ამგვარ წინადადებას ყველა თანამშრომელს ვერ შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG